English version |
|
|||
|
დევნილთა საცხოვრებელი სახლების აზომვითი სამუშაოები
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: 1990-იან წლების კონფლიქტების შედეგად წარმოშობილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების აზომვითი სამუშაოები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის განხორციელების ადგილი: ბორჯომი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი, თბილისი განხორციელების ვადა: მაისი - დეკემბერი, 2009 დაფინანსების წყარო: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პროექტის მოკლე აღწერა: 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად წარმოშობილი იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფა, სანამ შესაძლებელი გახდება მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილია დევნილთა დროებითი ჩასახლების ადგილების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა. დროებით დაკავებული საცხოვრებელი ადგილების/სახლების იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში გადაცემის მიზნით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს ამ ადგილების/სახლების შიდა აზომვით სამუშაოებს. აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ ბინებში ასოციაციის სპეციალისტები ასრულებენ საკადასტრო აზომვებს, აგროვებენ ინფორმაციას შენობების სართულიანობის, თითოეული ოჯახის მიერ დაკავებული ოთახების რაოდენობის, დევნილთა ვინაობის შესახებ და ამზადებენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას 4333 ოჯხისთვის, რომლის საფუძველზედაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და დევნილთათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემა. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. |
|||
|