English version |
|
|||
|
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და რეგისტრაცია
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელების ადგილი: ქვემო ქართლის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონები; თბილისი განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2008 – თებერვალი, 2009 დაფინანსების წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
პროექტის მოკლე აღწერა: ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2007 წლის ზაფხულში დაიწყო 100 ახალი აგროსაწარმოს პროგრამის განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს 50 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონკურენტული შერჩევის გზით და სოფლის მეურნეობის საწარმოს შექმნის ვალდებულებით პრივატიზებას ადგილობრვ და უცხოელ ინვესტორებზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებასა და პრივატიზებულ მიწებზე აგროსაწარმოების შექმნის უზრუნველყოფასა და მონიტორინგზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ფართობის სასოფლო მიწების იდენტიფიცირების შემდგომ საჭიროა მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ინვესტორებზე პრივატიზება. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სპეციალისატები, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, აწარმოებენ საველე საკადასტრო სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ მიწებზე, უზრუნველყოფენ საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას და ამ მიწის ნაკვეთების - სულ 54192 ჰექტარის - რეგისტრაციას. პროექტი ხელს უწყობს 100 ახალი აგროსაწარმოს პროგრამის განხორციელებას და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. |
|||
|