HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების რეგულირების გეგმის შემუშავება  

განხორციელების ადგილი:  ქალაქი ფოთი

განხორციელების ვადა:  ივლისი, 2009 – მარტი, 2010

დაფინანსების წყარო:  “რაკია საქართველო – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნის, ინვესტორთა მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ფოთში შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომლის ინვვესტორი კომპანიაა “რაკია ჯორჯია – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”. 

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ფარგლებში განხორციელდება ფოთის პორტის რეკონსტრუქცია და უახლესი საპორტო ტექნოლოგიებით აღჭურვა, ასევე ქალაქის განაშენიანება და ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის აუცილებელია განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებას. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების შესწავლა და სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიების იდენტიფიცირება, ფუნქციური ზონების და ქვეზონების განსაზღვრა და შესაბამისი ზონირების სქემის ჩამოყალიბება, ტერიტორიის საკომუნიკაციო ბადის, საინჟინრო ქსელის ტიპების და სიმძლავრეების შესწავლა; სანაპირო ზოლის დაცვის პარამეტრების დაზუსტება; შესრულებული სამუშაოების საფუძველზე ხორციელდება განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, კერძოდ, განისაზღვრება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიული განვითარების ფიზიკური, სივრცით-მოცულობითი, ტექნიკური, საინჟინრო უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის და ტერიტორიის მოწყობის პირობები.

ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს ინვესტორისთვის სამშენებლო სახელმძღვანელოს მომზადებას, სადაც დეტალურად აღიწერება  საქართველოში არსებული სამშენებლო კანონმდებლობის პირობები და მოთხოვნები.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საპროექტო ტრიტორიაზე არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ბუნებრივ გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად განვითარებას.