HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: შპს ‘ანაკლია პორტისთვის” სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვის ტექნიკური ხელშეწყობა ზუგდიდი-ანაკლიის სარკინიგზო ხაზის პოტენციურ სამშენებლო დერეფანში

განხორციელების ადგილი: ზუგდიდისა და ხობის რაიონები

განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2009 – დეკემბერი, 2009

დაფინანსების წყარო: შპს “ანაკლია პორტი”


პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შედეგად უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად თანდათან იზრდება ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობაც.  ქართული კერძო კომპანიები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და ცდილობენ განახორციელონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი პროექტები.

ქართული კომპანია “ანაკლია პორტი” გეგმავს განახორციელოს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზუგდიდი-ანაკლიის მონაკვეთზე სარკინიგზო ხაზის გაყვანას და მის ამიერკავკასიის სარკინიგზო ქსელში ჩართვას, ასევე ანაკლიაში, მდინარე ენგურის შესართავთან საზღვაო პორტის მშენებლობას, რომელსაც საშუალება ექნება მიიღოს მაღალი ტვირთამწეობის ხომალდები და შავი ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პორტად იქცეს.

პოტენციურ სამშენებლო დერეფანში მიწის ნაკვეთების შესყიდვის მიზნით კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიის მიერ შესყიდვის ტექნიკურ ხელშეწყობას.  

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებს  პოტენციურ სამშენებლო დერეფანში არსებული სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებას და კერძო მესაკუთრეთა დადგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საკადასტრო რუკების მომზადებას და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას, სახელმწიფო  საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების შეთანხმებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან და ამ ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და აღმოსაველეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.