HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:
  დასრულებული

სრული დასახელება:  სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოები

განხორციელების ადგილი:  საქართველოს სხვადასხვა რეგიონები

განხორციელების ვადა:  აპრილი, 2009 – დეკემბერი, 2009

დაფინანსების წყარო:  საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო



პროექტის მოკლე აღწერა:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს, დღეისათვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მრავლადაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო მასშტაბის ისეთი სამრეწველო და სავაჭრო ობიექტები, რომელთა გასხვისებაც ხელს შეუწყობს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის და საპრივატიზებოდ მომზადების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომლის საფუძველზედაც სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოები და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა და დაზუსტება.

პროექტის ფარგლებში ასოციაციის სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ასრულებენ გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის მცირე საწარმო და სამრეწველო და სამედიცინო ობიექტებზე, ასევე სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობებსა და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე. თითოეული უძრავი ქონების ობიექტზე ხორციელდება ტოპოგრაფიული, საკადასტრო და შენობის შიდა აზომვები, ზუსტდება მიწის ნაკვეთისა და შენობის კონტურები, შეისწავლება რელიეფის სიმაღლეები და მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, განისაზღვრება შენობის ფართობი. 

ასოციაცია უზრუნველყოფს საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას, შენობების ყველა სართულის და მიწის ნაკვეთების გეგმების შედგენას და შესაბამისი რუკების ნაბეჭდი და ციფრული ვერსიების დამკვეთისთის გადაცემას.

შესრულებული სამუშაოების საფუძველზე ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული  უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც ხელს უწყობს ამ ობიექტების პრივატიზების დაჩქარებას