HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  მიმდინარე

სრული დასახელება:  ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო დერეფანში მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე მდებარე კერძო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის ხელშეწყობის სამუშაოები და ახალქალაქის რკინიგზის სადგურის ტერიტორიის და ახალქალაქი-კარწახის სამშენებლო მონაკვეთის მიმდებარე მიწის ნაკვეთების შესწავლა

განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს, ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონები

განხორციელების ვადა:  აპრილი, 2009 – დეკემბერი, 2012

დაფინანსების წყარო:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო



პროექტის მოკლე აღწერა:

2007 წლის თებერვალში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა “ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე სარკინიგზო მონაკვეთის დაფინანსების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილია თბილისი-ახალქალაქის შემაერთებელი ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას დღის წესრიგში დადგა რკინიგზის მაგისტრალის მიმდებარე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის საკითხი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობს, გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან სამშენებლო დერეფნის მიმდებარე მიწის ნაკვეთების შესწავლის, მესაკუთრეებთან მოლაპარაკების და ამ ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ შესყიდვის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია უზრუნვლყოფს რკინიგზის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციასა და მონაცემთა ბაზის შექმნას, მიწის შესყიდვის და მოსავლის კომპენსაციის სახელმძღვანელოს მომზადებას, კერძოდ, მიწის ფასის განსაზღვრის, მიწაზე მოსავლიანობის დადგენის და ამ მოსავლის კომპენსირების, სამშენებლო დერეფანში მდებარე შენობა-ნაგებობების და სხვა ტიპის უძრავი ქონების შეფასების, არაპირდაპირი ზიანის ოდენობის დადგენის, კომპენსაციის გაცემის, მშენებლობასთან დაკავშირებული საჩივრების მონიტორინგის მეთოდებისა და პროცედურების შემუშავებას.

ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო მესაკუთრეებთან და აწვდის მათ ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების, მიწის შესყიდვის პროცესში მათი უფლებების, მიწის შეძენის და კომპენსაციების გაცემის პროცესის შესახებ და აწარმოებს მათთან მოლაპარაკებებს მიწის გამოსყიდვის თაობაზე.
 
ასოციაცია ეხმარება ეკონომიკური განვითარების  სამინისტროს მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგებების დადებაში და ამზადებს ამ გარიგებებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მოქმედებს როგორც შუამავალი კერძო მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს შორის მიწის გამოსყიდვის პროცესში და უზრუნველყოფს შესყიდულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს უწყობს მარაბდა-ყარსის რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების დაჩქარებას და მშენებლობის პროცესში უძრავი ქონების კერძო მესაკუთრეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.