HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი: მიმდინარე

სრული დასახელება: მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე რკინიგზის  ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

განხორციელების ადგილი: ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, საქართველო

განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2007 – დეკემმბერი, 2012

დაფინანსების წყარო:  შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”


პროექტის მოკლე აღწერა:

2007 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივ შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, ამიერკავკასიასა და ევროპის ქვეყნებს და სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ყოველწლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას.

პროექტის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილია თბილისი-ახალქალაქის შემაერთებელი ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია რკინიგზის ზოლში არსებული მიწის ნაკვეთებზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლებების რეგისტრაცია. შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართელოს მონაკვეთის ოპერატორი კომპანია, თანამშრომლობს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან მარაბდა-ყარსის რკინიგზის ზოლში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. 

პროექტის ფარგლებში მარაბდა-ახალქალაქის 150- და ახალქალაქი-თურქეთის საზღვრის 25-კილომეტრიან მონაკვეთებზე ასოციაცია ახორციელებს რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; აღნიშნულ მონაკვეთებზე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების იდენტიფიცირებას და მესაკუთრეთა დადგენას, ასევე დამკვეთის საწესდებო კაპიტალში შესატანი მიწის ნაკვეთების ღირებულების დადგენას და ამ ნაკვეთების საწესდებო კაპიტალში შეტანის უზრუნველყოფას. შესრულებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თითოეულ რეგისტრირებულ ობიექტზე, ასევე საკადასტრო რუკის ციფრული და ნაბეჭდი ვერსია; რეგისტრირებული ობიექტების მონაცემთა ბაზა ფართობის, საიდენტიფიკაციო კოდებისა და  მისამართების მითითებით და მონაცემები საპროექტო ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაჩქარებას და ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის წარმატებით განხორციელებას.