HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: სოფელ დიღომში დიდვაკის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოკვლევა, ამ ნაკვეთების საკადასტრო რუკების მომზადება და მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხელშეწყობა

განხორციელების ადგილი: სოფელი დიღომი

განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2007 – თებერვალი, 2009

დაფინანსების წყარო:  შპს “ვიუ პოინტი”


პროექტის მოკლე აღწერა:

თბილისის მიმდებარე სოფლების საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის შემდეგ ინვესტორთა ინტერესი ამ ტერიტორიების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართული და უცხოური კერძო კომპანიები აქტიურად ცდილობენ შეიძინონ მიწის ნაკვეთები აღნიშნული სოფლების ტერიტორიებზე მასშტაბური სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად.

სოფელ დიღომში, ე.წ. დიდვაკის ტერიტორიაზე მიწის კერძო მესაკუთრეებისგან ან სახელმწიფოსგან შესყიდვის მიზნით კომპანია “ვიუ პოინტი” თანამშრომლობს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან ტექნიკური დახმარების მისაღებად.

საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 51 ჰექტარს მოიცავს, ასოციაცია  უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა იდენტიფიცირებას, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას და ინდივიდუალურ გამოკითხვას; მიწის ნაკვეთების ფლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებას საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურებიდან, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან  და სხვა საინფორმაციო წყაროებიდან; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებას და სტატუსის დადგენას;  ასევე საველე სამუშაოების საფუძველზე მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკების მომზადებას და მათი ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიების დამკვეთისათვის გადაცემას.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ხელშეწყობას თბილისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის მეშვეობით.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს თბილისის საზღვრებში მოქცეული სოფლების  ინფრასტრუქტურის განვითარებას და დედაქალაქის სუბურბანიზაციას.