English version |
|
|||
|
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოკვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების თაობაზე ზოგადი ინფორმაციის მოკვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შპს “ეი-ჯი აგროსთვის” განხორციელების ადგილი: კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რეგიონები განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2007 – ნოემბერი, 2007 დაფინანსების წყარო: შპს “ეი-ჯი აგრო”
პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოში აგრარულ სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და სასოფლო მიწის პრივატიზაციის ფონზე სოფლის მეურნეობის სფეროში სერიოზული კაპიტალდაბანდებების განხორციელებით სულ უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება. ითვალისწინებენ რა აგრარული სექტორის მზარდ პოტენციალს, კერძო კომპანიები ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და ამ პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით. შპს ‘”ეი-ჯი აგრომ”, ქართულმა კომპანიამ, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში სხვადასხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიების მიზნით. პროექტის ფარგლებში ასოციაცია უზრუნველყოფს მის მიერ შექმნილი გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზებიდან 50-250 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების მოძიებას როგორც ცალკეული, ასევე მიმდებარე ნაკვეთების სახით. ინფორმაციის მოკვლევა ხორციელდება საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში. მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოძიების შემდეგ ხორციელდება ინფორმაციის ადგილებზე გადამოწმება და დაზუსტება. შესრულებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცემა საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნახაზები, ასევე ზოგადი ინფორმაცია ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის, ფართობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ნიადაგის ტიპის და ნალექების ჯამური რაოდენობის შესახებ. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოში აგრარული სექტორის კაპიტალიზაციას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ეფექტიანობას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. |
|||
|