HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ზუგდიდის რაიონის სოფლების: ჭითაწყარო, ურტა, ცაიში, ახალსოფელი და ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულას სასოფლო მიწების (1066,38 ჰექტარი) ტოპოგრაფიული აგეგმვა 1: 2000 მასშტაბით; საპროექტო ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება და განსაზღვრული საკადასტრო მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება

განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, ხობი

განხორციელების ვადა: ივნისი, 2007 – ნოემბერი, 2009

დაფინანსების წყარო: შპს “აგრიჯორჯია”


პროექტის მოკლე აღწერა:

თხილის კულტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის. დღეისათვის საქართველოში წარმოებული თხილის ძირითადი ნაწილი საექსპორტოდ გადის და წარმატებით იყიდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რადგანაც მსოფლიო ბაზარზე თხილზე მოთხოვნა მაღალია, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოში თხილის წარმოების მიმართ სულ უფრო მეტად იზრდება.

იტალიურმა კომპანია Ferrero-მ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი საკონდიტრო ბრენდების მწარმოებელია, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სამართლებრივი და ტექნიკური დახმარებით სამეგრელოში შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელზედაც კომპანია გააშენებს თხილის პლანტაციებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

Ferrero-ს ადგილობრივ ფილიალთან, შპს “აგრიჯორჯიასთან” დადებული კონტრაქტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებს კომპანიის მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთების ტოპოგრაფიულ აგეგმვას. შესრულებული სამუშაოების შედეგად მზადდება და დამკვეთს გადაეცემა ტოპოგრაფიული რუკები 1:2000 მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს მის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზებიდან სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოძიებას, ამ ნაკვეთების საკუთრების ფორმის დადგენას საველე ჯგუფების მეშვეობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, მიწის ნაკვეთების საზღვრების დაზუსტებას; სახელმწიფოს მიერ აუქციონის გამოცხადებისას აუქციონზე გასატანი  ნაკვეთების საკადასტრო რუკების მომზადებას,  აუქციონთან დაკავშირებით დამკვეთისათვის ინფორმაციის მიწოდებას; ტოპოგრაფიული რუკების მომზადებას  მითითებული ტერიტორიებისათვის, დამკვეთისათვის საინტერესო ნაკვეთების მონაცემთა ბაზის შემქნას და რეგულარულად განახლებას.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.