English version |
|
|||
|
”საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი მიწის/უძრავი ქონების სატიტულო დოკუმენტაციის მომზადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
სტატუსი: დასრულებული
სრული დასახელება: შპს “საქართველოს რკინიგზის” მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური პასპორტების მომზადება, ”საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” სარეგისტრაციო სამსახურებში საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესრულება განხორციელების ადგილი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონები განხორციელების ვადა: მაისი, 2007 - ოქტომბერი, 2007 დაფინანსების წყარო: შპს ”საქართველოს რკინიგზა”
პროექტის მოკლე აღწერა: “საქართველოს რკინიგზის” ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე მენეჯმენტის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციაში მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს არაძირითადი საქმიანობის საწარმოთა და ქონების გასხვისებას პრივატიზაციის გზით. პროექტის ფარგლებში რკინიგზის 480-კილომეტრიან მარშრუტზე მიმდინარეობს “საქართველოს რკინიგზის” მფლობელობაში არსებული მიწის (უძრავი ქონების) ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო მასალების მომზადება და მონაცემების კამერალური დამუშავება, აგეგმილ გრაფიკულ მონაცემებზე გასხვისების ზოლის დატანა რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა ობიექტის გათვალისწინებით; რკინიგზის მაგისტრალიდან მოშორებით არსებული ობიექტების სასაზღვრო კონტურების დადგენა, საკადასტრო აგეგმვა და დაზუსტებული ნახაზების მომზადება; მაგისტრალის გასწვრივ მდებარე უძრავი ქონების საზღვრების დადგენა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით; გასხვისების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის მოძიება. |
|||
|