HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ხაშურის რაიონში საკადასტრო სამუშაოების განხორციელება

განხორციელების ადგილი: ხაშურის რაიონი

განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2005 - ივლისი, 2006

დაფინანსების წყარო: გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტი


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემების განვითარების მიზნით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები ახორციელებენ სამუშაოებს სრულყოფილი გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შექმნისათვის, სადაც შეტანილი იქნება ინფორმაცია საქართველოს ყველა რაიონის სხავასხვა კატეგორიის მიწებზე. 2005 წლისათვის ხაშურის რაიონში აზომილი და რეგისტრირებული იყო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწები, ამიტომაც არსებობდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე, ურბანულ და იჯარით გაცემულ მიწებზე საკადასტრო სამუშაოების ჩატარებისა და მიღებული საკადასტრო ინფორმაციის ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირების. საჭიროება.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს საველე საკადასტრო სამუშაოებს ხაშურის რაიონში, აგროვებს ინფორმაციას მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე, ახორციელებს საკადასტრო კვლევას თანამედროვე გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) გამოყენებით. ყველა აღწერილ ობიექტს ენიჭება უნიკალური კოდი და მზადდება მონაცემთა ბაზაში შესატანად. გადამუშავებული ინფორმაცია, მათ შორის, ატრიბუტული და გრაფიკული მონაცემები, შეიტანება ერთიან გეომონაცემთა ბაზაში. მიღებული საკადასტრო მონაცემები სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით გამოისახება რუკებზე.

პროექტის განხორციელება საქართველოში ეფექტიანი მიწის კადასტრისა და საინფორმაციო სისტემების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.