HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

 


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწის ბაზრის განვითარების პროექტის და მიწის კადასტრის და რეგისტრაციის პროექტის საკადასტრო მონაცემთა ინტეგრაცია

განხორციელების ადგილი: კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონები

განხორციელების ვადა: ივნისი, 2004 - ნოემბერი, 2005

დაფინანსების წყარო: გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტი


პროექტის მოკლე აღწერა

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტის მიერ გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდა საკადასტრო სამუშაოები სასოფლო-სამეურნეო, იჯარით გაცემულ და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საქართველოს მასშტაბით, ნათელი გახდა ამ ორი პროექტის საკადასტრო ინფორმაციის ინტეგრირების საჭიროება. დღის წესრიგში დადგა ასევე იმ ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და კორექტირების საკითხი, რომლებიც აზომილი იქნა ორივე პროექტის მიერ ან რომლებზედაც საკადასტრო სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა.

პროექტის მიზანია მიწის ბაზრის განვითარების პროექტისა და მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის პროექტის მონაცემების ინეტეგრირება საქართველოს 21 რაიონისათვის; საკადასტრო ინფორმაციის სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა; მონაცემების ბაზაში შეტანა და ნუმერაციის საერთო სისტემაში გაერთიანება; იმ ნაკვეთების იდენტიფიცრება და კორექტირება, რომლებიც აზომილი იქნა ორივე პროექტის მიერ ან რომლებზედაც საკადასტრო სამუშაოები არ შესრულებულა.

პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. მიმდინარეობს ორი პროექტის მიერ მომზადებული ინფორმაციის დიგიტალიზაცია საკრებულოების მიხედვით და შესაბამისი ორთოფოტოების ბეჭდვა; სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მოწმდება ადგილებზე. ხორციელდება აზომვები გამოტოვებულ ნაკვეთებზე, მზადდება დიგიტალური საკადასტრო ინფორმაცია 21 რაიონისათვის და ინტეგრირებული საკადასტრო მონაცემები გადაეცემა მიწის კადასტრისა და რეგისტრაცის პროექტს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას გადასცემს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

ინტეგრირებული მონაცემთა ბაზის შექმნა უზრუნველყოფს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებების დიგიტალურ რეგისტრაციას და ასევე ეხმარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიწის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ეფექტიანად განხორციელებაში.