HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა

განხორციელების ადგილი: საქართველოს 51 რაიონი

განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 1997 - ოქტომბერი, 2000

დაფინანსების წყარო: ”ბუზ-ალენი & ჰამილტონი”


პროექტის მოკლე აღწერა

ადრეულ 1990-იან წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მიწასა და უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების დამკვიდრების შემდეგ წარმოიშვა ათასობით უძრავი ქონების მესაკუთრე. ახლად შექმნილი კერძო მესაკუთრეთა ფენისი ნტერესების დაცვა, შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, საკადასტრო სამუშაოების განხორციელება, სასოფლო და ურბანული მიწის პრივატიზაცია და რეგისტრაცია და სათანადო მონაცემთა ბაზების შექმნა ქვეყანაში პრიორიტეტული საკითხები გახდა.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტი საქართველოში მიმდინარე მიწის რეფორმის პროგრამის ნაწილია. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაი ბუზ-ალენი და ჰამილტონი”. მისი მიზანია არასასოფლო მიწის პრივატიზების ხელშეწყობა, სასოფლო მიწის პირველადი რეგისტრაცია, უძრავ ქონებაზე გარიგებების ხელშეწყობა, შესაბამისი მარეგულირებელი/საკანონმდებლო ბაზის შექმნა, მილიონზე მეტი საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთებზე.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, როგორც “ბუზ-ალენი და ჰამილტონის” კონტრაქტორი, პასუხისმგებელია საკადასტრო სამუშაოების მონიტორინგზე. ამ მიზნით ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს აზომვით სამუშაოებს, მიღებულიი ნფორმაციის რუკებზე დატანისა და რუკების შედგენის პროცესს და ამოწმებს პროექტის მიერ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონული სარეგისტრაციო ოფისებისათვის გადაცემული ნფორმაციას, აწყობს სემინარებსა და ტრენინგებს მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ატარებს მიწის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიებს.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ განხორციელებული სამუშაოები ხელს უწყობს პროექტის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფას და მიწის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.