HomeMap
APLR
 
English version

საბროკერო მომსახურება

 sabrokero momsaxureba soflo-sameurneo da arasasoflo-sameurneo daniSnulebis miwis SesyidviT dainteresebuli investorebisTvis


ნაბიჯი 1 –
ნვესტორისთვის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მოძიება მონაცემთა ბაზაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 

ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე ასოციაცია ახორციელებს კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის მოძიებას/იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზაში, სადაც შეტანილია ინფორმაცია კერძო საკუთრებაში არსებული და გასაყიდად  ხელმისაწვდომი მიწის ნაკვეთების შესახებ.

მიწის ნაკვეთ(ებ)ის მოძიებისას/იდენტიფიცირებისას ასოციაცია ითვალისწინებს ინვესტორის მიერ მითითებულ პარამეტრებს: რეგიონი, ფართობი, სასურველი კლიმატი, სიმაღლე ზღვის დონიდან, სარწყავი სისტემის არსებობა, გზასთან სიახლოვე და სხვა.
    

ნაბიჯი 2 – ინვესტორის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ადგილზე დათვალიერება.

კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ით დაინტერესების შემთხვევაში პროფესიონალი გეოდეზისტის მეშვეობით ასოციაცია უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ მიწის ადგილზე დათვალიერებას.

ინვესტორის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია
მიწის ნაკვეთ(ებ)ის აზომვითი სამუშაოების განხორციელება, ფაქტობრივი საზღვრების დადგენა ადგილზე და ნაკვეთ(ებ)ის  დაკვალვა.

ტრანსპორტირების, მიწის საზღვრების დადგენისა და აზომვითი სამუშაოების ხარჯები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

ნაბიჯი 3 – მესაკუთრესთან მოლაპარაკება და გარიგების გაფორმება.

სასურველი მიწის ნაკვეთ(ებ)ის შერჩევის შემთხვევაში ასოციაცია უზრუნველყოფს ინვესტორსა და მიწის მესაკუთრე(ებ)ს შორის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებას, შესაბამისი გარიგების ხელშეკრულების მომზადებასა და საკუთრების  უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას.

საბროკერო მომსახურების საფასაური განისაზღვრება ასოციაციასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: marikal@aplr.org