HomeMap
APLR
 
English version

მოძრავი ქონების შეფასება

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია აცხადებს მიღებას მოძრავი ქონების შემფასებელთა  პროფესიული სერტიფიცირებისა და მომზადების პროგრამებზე.

პროფესიული სერტიფიცირება
მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების მიზანია ბაზრის კვალიფიციური სპეციალისტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო დღეისათვის საქართველოში ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა, რომელიც პერსონალის სერტიფიკაციას საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEK 17024:2010 შესაბამისად ახორციელებს. ასოციაცია არის აგრეთვე შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრი საქართველოდან, პროფესიული ორგანიზაციის სტატუსით. ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს ბანკების ასოციაციასა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამების შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.

სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 

სერტიფიცირების მსურველ პირებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული მომზადების კურსი.

პროფესიული მომზადება
ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა მოძრავი ქონების შეფასების საკითხებში, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ შემფასებლის პროფესიას. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.


პროგრამა განკუთვნილია: 
• საბანკო-საფინანსო, საარბიტრაჟო, სადაზღვევო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის.
• აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის.
• სახელმწიფო ქონების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის.
• ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მოძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას.

პროგრამის საფასური შეადგენს 670 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება გრძელდება 3 კვირის განმავლობაში. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარუდგინონ მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
APLR ტრენინგ-ცენტრი
თბილისი
წმინდა ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქუჩა #1,  I სარ
თული (ან)
პეკინის 27, მე-5 სართული
ელ.ფოსტა:
natia@aplr.org

ტელ: (995  32) 2 10 62 72; 599 219 199

განაცხადის ფორმა