HomeMap
APLR
 
English version

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა ტრენინგი და სერტიფიცირება

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია აცხადებს მიღებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამებზე. 

პროფესიული სერტიფიკაცია

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული სერტიფიცირების მიზანია ბაზრის კვალიფიციური სპეციალისტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. სერტიფიცირების (ტესტირების) წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლის სერტიფიკატი, რომელიც  წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებლის სტატუსის მიღების საფუძველს, რის შედეგადაც სერტიფიცირებულ პირებს  ენიჭებათ ინდივიდუალური უფლება ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში დისტანციურად მოახდინონ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაცია.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო დღეისათვის საქართველოში ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა, რომელიც პერსონალის სერტიფიკაციას საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2010 შესაბამისად ახორციელებს. ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). 

სერტიფიცირებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარუდგინონ მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

სერტიფიკაციის მსურველ პირებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული მომზადების კურსი.

პროფესიული მომზადება

კვალიფიციური ტრენერები უზრუნველყოფენ სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მოხმარებისა და შესაბამისი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ ავტორიზებული მომხმარებლისათვის საჭირო თეორიული ცოდნა, გამოიმუშაონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადონ სერტიფიცირებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის,  ვისაც სურს გახდეს სამეწამეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელი.

პროფესიული მომზადების პროგრამის საფასური შეადგენს 220 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 დღეს.

სერტიფიცირებისათვის პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის.

ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარუდგინონ მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების ცენტრი
თბილისი 0102
წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქუჩა #1, 1-ლი სართული
ელ.ფოსტა:
certification@aplr.org
ელ.ფოსტა
: natia@aplr.org
ტელ: (995 32) 2 10 62 72; 599 219 199

განაცხადის ფორმა_ტრენინგი
განაცხადის ფორმა_სერტიფიცირება