HomeMap
APLR
 
English version

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამები

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია აცხადებს მიღებას უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების და სერტიფიცირების პროგრამებზე.

პროფესიული  მომზადების და სერტიფიცირების პროგრამები შემუშავებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროფესიული მომზადება

ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა უძრავი ქონების შეფასების საკითხებში და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მოემზადონ სერტიფიცირებისათვის და დაეუფლონ შემფასებლის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები: ლადო ვარდოსანიძე, დავით ჯელია, ალექსანდრე გვარამია, ვაჟა ჩოფიკაშვილი,  თემურ ფარცხალაძე და სხვები. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.

პროგრამის საფასური შეადგენს 1170 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 

პროგრამა მოიცავს:

I. ზოგადი პროგრამა
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული ასპექტები
• უძრავი ქონების შეფასების ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურულ-გეგმარებითი ფაქტორები
• ტექნიკური შეფასება
• შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (ზოგადი კურსი)
• უძრავ ქონებაზე ფასწარმოქმნის მაკროეკონომიკური ფაქტორები

II. შეფასების პროგრამა
• შემფასებლის პროფესია
• შეფასების ძირითადი ცნებები და პრინციპები, საბაზრო ღირებულება
• შეფასების პროცესი
• შეფასების მიზნები /საქართველოს კანონები და საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიხედვითაც მოითხოვება შეფასების ჩატარების აუცილებლობა/
• მიწის ნაკვეთის აღწერა, გაუმჯობესებების აღწერა
• უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი, სპეციალური მონაცემების შეგროვება და წინასწარი ანალიზი
• საუკეთესო და უმაღლესი გამოყენების ანალიზი
• მიწის ნაკვეთის შეფასება, მიწის ნაკვეთის შეფასების სხვადასხვა მეთოდები
• უძრავი  ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება: დანახარჯების მიხედვით მიდგომა
• უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება: გაყიდვების  შედარების მიხედვით მიდგომა
• ინვესტიციების ანალიზი, ფულადი ერთეულის 6 ფუნქცია
• უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება: შემოსავლების მიხედვით მიდგომა
• შეფასების ანგარიშის მომზადება
• შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (ძირითადი კურსი)
• შეფასება სხვადასხვა მიზნებისათვის:
ა. ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის:
• სახელმწიფო სექტორში
• არასახელმწიფო სექტორში
ბ. შეფასება დაკრედიტების მიზნებისათვის

პროგრამა განკუთვნილია: 

• უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული და ამ სფეროში საქმიანობის დამწყები პირებისათვის
• საბანკო-საფინანსო, სამშენებლო, დეველოპერული, სადაზღვევო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის
• უძრავი ქონების სააგენტოების, საბროკერო კომპანიების თანამშრომელთათვის
• აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის
• ნებისმიერი პირისათვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას.

პროგრამის ხანგრძლივობა:

3 თვე  -  ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, 18:30 საათზე

ან

1.5 თვე - ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯჯერ,  18: საათზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარაუდგინონ მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციას.

პროფესიული სერტიფიცირება

პროფესიული სერტიფიცირების მიზანია უძრავი ქონების ბაზრის კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა. სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2008  “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ანხორციელებენ” - მოთხოვნების სრული დაცვით.  სერტიფიცირების ორგანომ გაიარა აკრედიტაცია  საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს. 

 სერტიფიცირება 2-ეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 

ამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიცირების ცენტრი

წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქუჩა #1, 1-ლი სართული
თბილისი 0102
ელ. ფოსტა: certification@aplr.org
საკონტაქტო პირი: ნათია მახარობლიძე
ტელ: (995 32)  2 10 62 72 
მობ: 599 219 199
ელ.ფოსტა:
natia@aplr.org

განაცხადის ფორმა