უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების/სერტიფიცირების პროგრამა
მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია აცხადებს მიღებას უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე. პროფესიული მომზადების პროგრამები შემუშავებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ.
პროფესიული მომზადება
ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენლებს, მიიღონ თეორიული ცოდნა საკადასტრო აზომვებში და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მოემზადონ სერტიფიცირებისათვის და დაეუფლონ საკადასტრო ამზომველის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები: ალექსანდრე გვარამია, იოსებ წიქარიშვილი, თემურ კიკნაძე, გიორგი ონაშვილი, ნოდარ მათიაშვილი, ნოდარ ყავლაშვილი, ირაკლი სარჯველაძე, გაგა ხახუბია. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, საველე-პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროფესიული მომზადების პროგრამა უძრავი ქონების აგეგმვაში
I. უძრავი ქონების სამართლებრივი ასპექტები ,სარეგისტრაციო საკითხები და საკადასტრო მონაცემების დამუშავება
• უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მიზანი
• რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო და სამართლებრივი საფუძველი
• ცნება უძრავი ნივთის შესახებ
• რეგისტრაციის მხარეები, საფუძველი
• სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების და მოქმედების ვადები
• სარეგისტრაციო წარმოებისთვის განკუთვნილი მოსაკრებლები
• ზოგადი ინფორმაცია მიწის რეფორმის შესახებ
• მიწის ნაკვეთის განმარტება; სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
• მიწაზე ქონების გადასახადები
• მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა და ტერმინი "ინდივიდუალური საკუთრების" საგანი.
• ცალკე უფლების ობიექტი - ხაზობრივი ნაგებობა
• საკადასტრო აღწერა და კოდირება
• საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის აღწერილობა
• მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის
შევსების ინსტრუქცია
• სისტემური რეგისტრაცია
• საკადასტრო გეგმა და რუკა
II. აზომვა და აზომვებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა
• გეოდეზია და კარტოგრაფია, აზომვა
• დედამიწის ფორმა და ზომა, მასშტაბი და აეროსურათები
• კოორდინატთა სისტემები, აზომვის მეთოდები
• რუკა და გეგმა, პირობითი ნიშნები საკადასტრო სამუშაოებისთვის; პროექცია. რუკების ნომენკლატურა.
• საყრდენი გეოდეზიური ქსელები. აზომვისათვის გამოყენებული ხელსაწყოები
• აზომვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. PenMap-ის მოკლე კურსი
• ტოპო-აგეგმვა (საველე პრაქტიკა)
III. ArcGIS პროგრამა საკადასტრო აზომვებისთვის
• გის-ის მიმოხილვა
• მონაცემების გამოსახვა
• მონაცემთა ბაზის მოთხოვნები და შერჩევები
• სივრცით მონაცემებთან მუშაობა
• ცხრილებთან მუშაობა
• მონაცემთა რედაქტირება
• გეორეფერენსირებულ მონაცემებთან მუშაობა
• მონაცემების წარმოდგენა
• პრაქტიკული სამუშაო
III. GEO-CORS-ის სისტემა - თეორია და პრაქტიკა
სერტიფიცირებისთვის ტრენინგის გავლა სავალდებულო არ არის.
ტრენინგის პროგრამის საფასური შეადგენს 590 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
პროგრამა განკუთვნილია:
• უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული და ამ სფეროში საქმიანობის დამწყები პირებისათვის.
• უძრავი ქონების სააგენტოების, საამზომველო კომპანიების თანამშრომელთათვის.
• ყველასთვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების ამზომველის პროფესიას.
პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება მიმდინარეობს 3 კვირის განმავლობაში. ლექციები ტარდება კვირაში 5 დღე .
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარაუდგინონ მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციას.
პროფესიული სერტიფიცირება
პროფესიული სერტიფიციკაციის მიზანია უძრავი ქონების ბაზრის კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სპეციალისტებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა. ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” - მოთხოვნების სრული დაცვით. სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოში. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს.
სერტიფიკაცია ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს.
სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიცირების ცენტრი
წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქუჩა #1, 1-ლი სართული
თბილისი 0102
ელ.ფოსტა: certification@aplr.org
საკონტაქტო პირი: ნათია მახარობლიძე
ტელ: 599 219 199
ელ.ფოსტა: natia@aplr.org