HomeMap
APLR
 
English version

უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა

უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა ტრენინგი/სერტიფიცირება

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის (NAPRWEB) მომხმარებელთა ტრენინგსა და სერტიფიცირებას.

ტრენინგი – ტრენინგის მონაწილე შეისწავლის NAPREB პროგრამას, მისი გამოყენებისა და ექსპლუატაციის საშუალებებს და მეთოდებს, უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 დღე.

NAPRWEB-ის ავტორიზებული მომხმარებლის სერტიფიკატის მისაღებად ტრენინგის გავლა  სავალდებულო არ არის.

ტრენინგში მონაწილეობის საფასურია 200  ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

სერტიფიცირება – სერტიფიკატის მიღების მსურველი პირი უნდა იცნობდეს უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებსა და პროცედურებს და შეეძლოს NAPRWEB პროგრამის გამოყენება. სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელმა უნდა გაიაროს ტესტირება.

NAPRWEB-ის ავტორიზებული მომხმარებლისათვის სერტიფიკატის მიღება სავალდებულოა. ავტორიზაციისთვის საჭიროა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მემორანდუმის დადება.

სერტიფიცირების საფასურია 100 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

განაცხადის წარდგენის და სერტიფიცირების საფასურის გადახდის შემდეგ განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, ტესტირებამდე შეუძლია გაიაროს 5-დღიანი ტრენინგი.

ტესტირებისას მონაწილემ უნდა შეავსოს 30 კითხვისაგან შემდგარი ტესტი. თუ მონაწილე სწორად ვერ უპასუხებს სულ მცირე 25 შეკითხვას, სერტიფიკატი არ გაიცემა.  განმეორებით ტესტირებისათვის საჭიროა სერტიფიცირების საფასაურის ხელახლა გადახდა.

ავტორიზებული მომხმარებელს უფლება აქვს ელექტრონულად დაარეგისტრიროს განაცხადი და მიანიჭოს განაცხადს თორმეტნიშნა კოდი, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ და გადაიხადოს  რეგისტრაციის საფასური; საჯარო რეესტრში მიუსვლელად, წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით, ფოსტის ან  კურიერის მეშვეობით წარადგინოს უფლებათა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო სამსახურში.  

დაინტერესებულმა პირმა/განმცხადებელმა უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. განაცხადის წარდგენის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ზედდებული, რომლის საფუძველზეც გადაიხდება ტრენინგის ან/და სერტიფიცირების საფასური. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ფორმით – გადარიცხვით. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინოს მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიცირების ცენტრი
წმინდა ნიკოლოზის ქუჩა #1, 1-ლი სართული
თბილისი 0102
ელ.ფოსტა:
certification@aplr.org
საკონტაქტო პირი: ნათია მახარობლიძე
ტელ: 599 219 199
ელ.ფოსტა:
natia@aplr.org

განაცხადის ფორმა