HomeMap
APLR
 
English version

აგეგმვა/რუკების შედგენა

geoGraphic_geo

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს დადგენილ ფორმატში მომზადებული ტოპოგრაფიული და საკადასტრო რუკის, ასევე მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით თემატურად დამუშავებული რუკის როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის.

ტოპოგრაფიულ რუკაზე აისახება ტერიტორიის რელიეფი, მდინარეები, ხევები, რელიეფის სიმაღლეები და ტერიტორიის სხვა თავისებურებები. ტოპოგრაფიულ რუკაზე ასევე შესაძლოა დატანილი იქნეს საკადასტრო ინფორმაცია, რაც საშუალებას იძლევა რუკაზე დაფიქსირდეს ნაკვეთის ზუსტი კონტურები.

ტოპოგრაფიული რუკაზე ასევე შესაძლოა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის, კერძოდ, არსებული გზების, მაღალი ძაბვის სადენების, საკომუნიკაციო ანძების, რკინიგზის, სიმბოლოთი გამოსახული ობიექტების (ხიდი, გვირაბი, ბოძი, სამეთვალყურეო ჭა და ა.შ.) ასახვა.

საკადასტრო რუკაზე აისახება მიწის ნაკვეთის და მიმდებარე ობიექტების ზუსტი საზღვრები.

საკადასტრო რუკის შედგენა შესაძლებელია საველე აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების და აერო/სატელიტური სურათების საფუძველზე.

აერო/სატელიტური სურათი საკადასტრო ინფორმაციასთან ერთად საშუალებას იძლევა აერო/სატელიტურ სურათზე აისახოს მიწის ნაკვეთების ზუსტი კონტურები

კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ასოციაციის ინდივიდუალური მომსახურებით, რაც გულისხმობს სასურველი ადგილის გეგმის ან თემატური რუკის შედგენას, სამგანზომილებიანი ნახაზის მომზადებას ან სხვა კონკრეტული დავალების შესრულებას კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.

თემატურ რუკაზე შესაძლოა ერთმანეთისაგან გამოიყოს სასოფლო და არასასოფლო, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ტყის მასივები, მდინარეები და სხვა ნებისმიერ ობიექტი; მითითებული იქნეს კონკრეტული ტერიტორიის პროცენტული შემადგენლობა სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ასევე აისახოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია დამკვეთის ინტერესების შესაბამისად.

სამგანზომილებიანი ნახაზის მეშვეობით ხორციელდება ნებისმიერი ობიექტის სივრცული ვიზუალიზაცია.



რუკების შედგენის მომსახურების ღირებულება
განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.