HomeMap
APLR
 
English version

აგეგმვა/რუკების შედგენა

geoGraphic_geo

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის გეოინფორმაციულ მომსახურებას – ერთიანი საკადასტრო მონაცემთა ბაზის ვიზუალურ გაცნობას, საკადასტრო და ტოპო-გეოდეზიურ აგეგმვას, აერო/სატელიტური სურათების გადაღებას და დამუშავებას, მსხვილი და მცირე მასშტაბის ტოპოგრაფიული, საკადასტრო და თემატური რუკების შედგენასა და ბეჭდვას. ასოციაცია რეგულარულად ანახლებს გეომონაცემთა ბაზებს და თავისი კლიენტებისათვის უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.

ასოციაციის მომხმარებლები და კლიენტები არიან როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასოციაციის კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომია  დიდი და მცირე საწარმოების, სახელმწიფო ინსტიტუტების, უძრავი ქონების მესაკუთრეებისა და ფერმერების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ერთიანი საკადასტრო მონაცემთა ბაზის ვიზუალური დათვალიერება

საკადასტრო და ტოპო-გეოდეზიური აგეგმვა

რუკების შედგენა

მიწის ნაკვეთების საზღვრების სიზუსტის გადამოწმება