მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია წლების განმავლობაში ხელს უწყობდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობდა სოფლის და ქალაქის მოსახლეობასთან, ეხმარებოდა მათ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებაში, აწვდიდა მათ სასარგებლო ინფორმაციას და უზრუნველყოფდა საზოგადოების უშუალო მონაწილეობას არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.