მიწა და
უძრავი ქონება

საზოგადოებასთან ურთიერთობა

კანონშემოქმედებითი საქმიანობა

ჩვენ ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების ბაზრების განვითარებას  უძრავი ქონების სფეროში მაღალპროფესიული მომსახურებით, რომელსაც  ბიზნეს-ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო დონორებს, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ვთავაზობთ.

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მუდმივ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან და კლიენტებთან და ვაწარმოებთ მუდმივ დიალოგს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან საქართველოს ყველა რეგიონში.

ჩვენ ვაწვდით საექსპერტო ცოდნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე  და  წარმოვადგენთ ერთ-ერთ წამყვან ძალას მიწისა და უძრავი ქონების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

ტრენინგი/სერტიფიცირება

<<< >>>

მომსახურება

პროექტები

მიწის კანონმდებლობა


NAPR GEO
Certification
geoGraphic_geo

 

03.08.2012 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სახელწოდება შეიცვალა

2012 წლის 3 აგვისტოს გაიმართა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრება. საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის სახელწოდების ცვლილების შესახებ. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას შეეცვლა სახელწოდება და ეწოდა მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია. საერთო კრებამ ასევე ცვლილებები და დამატებები შეიტანა ორგანიზაციის მოქმედ წესდებაში და აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები.>>>

15.06.2012 ქართველი შემფასებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ბიზნესის, მოძრავი ქონების,მანქანა-დანადგარების და არამატერიალური აქტივების შეფასებაში

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მოწვევით 2012 წლის ივნისში თბილისში იმყოფებოდა ინგლისის შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი და ამავე ორგანიზაციის ტრენერი, რუმინული საშემფასებლო და საკონსულტაციო კომპანიის CMF Consulting S.A. ხელმძღვანელი ჯორჯ ბადესკუ. ვიზიტის მიზანი იყო ქართველი შემფასებლებისთვის ტრენინგის ჩატარება ბიზნესის, მოძრავი ქონებისა და მანქანა-დანადგარების, არამატერიალური აქტივების შეფასებაში, ასევე შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი ვერსიის გაცნობა და ზოგადად შეფასებაში არსებული ევროპული გამოცდილების გაზიარება ქართველი შემფასებლებისთვის.>>>